„რეალმა“ ზიდანთან მოლაპარაკებები განაახლა #1TVSPORT
„რეალმა“ ზიდანთან მოლაპარაკებები განაახლა #1TVSPORT

„რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, მესამედ ჩაიბაროს მადრიდული კლუბი, – იტყობინება ფრანგული გამოცემა Foot Mercato.

აღნიშნავენ, რომ „რეალის“ წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები 50 წლის სპეციალისტთან.

უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ზიდანმა „იუვენტუსის“ გაწვრთნის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ახლა ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტურინულ კლუბს მომავალ სეზონშიც მასიმილიანო ალეგრი უხელმძღვანელებს.

ზიდანის ხელმძღვანელობით მადრიდის „რეალმა“ 11 ტიტული მოიგო, მათ შორის, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.