„რეალმა“ ზამთრის პირველი ტრანსფერი განახორციელა
„რეალმა“ ზამთრის პირველი ტრანსფერი განახორციელა

მადრიდის „რეალმა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის პირველი გარიგება შეათანხმა. გადაწყვეტილია, რომ „სამეფო კლუბის“ ღირსებას „მანჩესტერ სიტის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ბრაიმ დიასი დაიცავს.

ესპანელს მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომაც, „სიტიმ“ მოთამაშის იანვარში გაყიდვა მოისურვა, რათა გარკვეული ფინანსური სარგებელი ენახა. საბოლოოდ, პეპ გვარდიოლას გუნდი „რეალს“ 10 მილიონ ევროზე შეუთანხმდა.

დიასი 19 წლისაა. მიმდინარე „სიტის“ რიგებში ორი შეხვედრა ჩაატარა – ორივე ინგლისის ლიგის თასზე და ორი გოლი გაიტანა.