„რეალმა“ ვინისიუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
„რეალმა“ ვინისიუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

„სამეფო კლუბის“ პრესსამსახურმა ვინისიუსთან ხელშეკრულების განახანგრძლივების შესახებ გამოცხადა. ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდა.

ვინისიუსი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის რიგებს 2018 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბრაზილიელმა „რეალის“ შემადგენლობაში 235 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 62 გოლი 67 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მიმდინარე სეზონში კი ვინისიუსმა მადრიდელთა ფორმა ათჯერ მოირგო, გაიტანა სამი გოლი და სამი ასისტი მიითვალა.