„რეალმა“ ვალვერდეს ჰეთთრიკით „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

03:07, 12.03.2026

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით მოუგო „მანჩესტერ სიტის“ – 3:0. სამივე გოლი პირველ ტაიმში მადრიდელთა ნახევარმცველმა, ფედერიკო ვალვერდემ გაიტანა – ურუგვაელმა 22 წუთში შეასრულა კარიერაში პირველი ჰეთთრიკი. აღსანიშნავია, რომ ვალვერდემ ამ მატჩში იმდენი გოლი გაიტანა, რამდენიც ჩემპიონთა ლიგაზე წინა 75 შეხვედრაში.

58-ე წუთზე „რეალმა“ პენალტის შესრულების უფლება მიიღო, მაგრამ ვინისიუსმა თავისივე გამომუშავებული 11-მეტრიანი ვერ გაიტანა.

საპასუხო შეხვედრა 17 მარტს მანჩესტერში გაიმართება.

მსგავსი