„რეალმა“ თანაქალაქელი კონკურენტის გაძლიერება გადაიფიქრა
„რეალმა“ თანაქალაქელი კონკურენტის გაძლიერება გადაიფიქრა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის „ატლეტიკოში“ ტრანსფერი, სავარაუდოდ, აღარ შედგება. „სამეფო კლუბს“ არ სურს, ლა ლიგაში პირდაპირი კონკურენტის გაძლიერება, – წერს გაზეთი „მარკა“ (Marca).

ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ „რეალი“ დათანხმდა ხამესის „ატლეტიკოში“ გაყიდვას, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ზინედინ ზიდანის გუნდმა გადახედა თავის პოზიციას საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე „ატლეტიკოსთან“ სამარცხვინო წაგების (3:7) გამო. ამ მატჩის შემდეგ, „რეალი“ ხამესის „ნაპოლიში“ გაყიდვისკენ იხრება.

უფრო ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ „რეალმა“ საერთოდ გადაიფიქრა ხამეს როდრიგესის გაყიდვა მარკო ასენსიოს მძიმე ტრავმის შემდეგ.

28 წლის კოლუმბიელმა ბოლო ორი სეზონი იჯარით „ბაიერნში“ გაატარა. მიუნხენელებს ჰქონდათ 42 მილიონად ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება, მაგრამ ეს არ გააკეთეს.