„რეალმა“, შესაძლოა, აზარი იჯარით „რომაში“ გაუშვას #1TVSPORT
„რეალმა“, შესაძლოა, აზარი იჯარით „რომაში“ გაუშვას #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველით ედენ აზარით „რომაა“ დაინტერესებული. დედაქალაქური კლუბი ბელგიელის იჯარით აყვანის ვარიანტს განიხილავს, – ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Calciomercato.

წყაროს ცნობით, თუ აზარი „რომაში“ გადავა, „რეალი“ ფეხბურთელის ხელფასის ნაწილს დაფარავს. ნახევარმცველი წელიწადში 15 მილიონ ევროს იღებს და აქედან მხოლოდ ოთხ მილიონს გადაიხდის „რომა“.

რომაული კლუბი იმედოვნებს, რომ ევრო 2020-ის დაწყებამდე გამოაცხადებს ტრანსფერის შესახებ.

ედენ აზარი, რომელმაც ამ სეზონში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში, წინააღმდეგი არ არის ისევ ითანამშრომლოს ჟოზე მოურინიოსთან, რომელიც „რომას“ ახალი მწვრთნელი გახდა.