„რეალმა“ შეიძლება როდრიგო გაყიდოს #1TVSPORT

18:23, 04.05.2025

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას როდრიგო დიდი ალბათობით დატოვებს მადრიდის „რეალს“.

გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, ესპანურ კლუბში ფიქრობენ 24 წლის ბრაზილიელის გაყიდვაზე.

როდრიგოს მიმართ არსებობს ინტერესი პრემიერლიგის კლუბებიდან. კერძოდ, ლაპარაკია „მანჩესტერ სიტიზე“ და „არსენალზე“. ფეხბურთელის ფასი დაახლოებით 100 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ სეზონში ბრაზილიელმა ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი