„რეალმა“ სეზონში მეექვსედ წააგო და პირველი ოთხეულიდან გავარდა
„რეალმა“ სეზონში მეექვსედ წააგო და პირველი ოთხეულიდან გავარდა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში სენსაციურად დასრულდა მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“. მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე წააგო მე-17 ადგილზე მყოფ „სოსიედადთან“, რომელსაც ზედიზედ ოთხი წაგება ჰქონდა.

ბასკებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. მესამე წუთზე ვილიან ხოსემ პენალტით გახსნა ანგარიში, 83-ე წუთზე კი რუბენ პარდომ ორამდე გაზარდა სტუმრების უპირატესობა – 2:0. ამ გოლებს შორის იყო 61-ე წუთზე ლუკას ვასკესის გაძევება.

ამ წაგების შემდეგ, „რეალი“ პირველი ოთხეულიდან გამოვარდა და იქ მისი ადგილი მეორე ბასკურმა გუნდმა, „ალავესმა“ დაიკავა.