„რეალმა“ სერხიო რამოსს ახალი კონტრაქტი შესთავაზა
„რეალმა“ სერხიო რამოსს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

„სამეფო კლუბმა“ სერხიო რამოსს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, – იუწყება Calciomercato.

განახლებული კონტრაქტი ფეხბურთელსა და მადრიდულ კლუბს შორის კიდევ ერთი წლით თანამშრომლობას გულისხმობს, ანაზღაურება და სხვა ფინანსური პირობები კი უცვლელი რჩება.

სერხიო რამოსის მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ 2021 წლამდეა ძალაში.

გამოცემა წერს, რომ რამოსთან დაკავშირებულ სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან „იუვენტუსი“ და „პარი სენ-ჟერმენი“.

აღსანიშნავია, რომ სერხიო რამოსი „რეალთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივების გამო, მზად იყო, რომ შემცირებულ ხელფასს დათანხმებოდა.