„რეალმა“ როდრიგო 90 მილიონ ევროდ შეაფასა #1TVSPORT

21:53, 23.06.2025

მადრიდის „რეალი“ მზად არის განიხილოს როდრიგოს გაყიდვა 90 მილიონ ევროდ.

რადიო Cadena SER იტყობინება, რომ ლონდონის „არსენალი“ მართლაც ინტერესდება გარემარბით, ამასთან, ბრაზილიელს სხვა ვარიანტების განხილვაც სურს. 24 წლის გარემარბმა იცის, რომ მას „მანჩესტერ სიტი“ აკვირდება.

ამტკიცებენ, რომ მადრიდელები თავიანთი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 90 მილიონ ევროს მოითხოვენ. ეს ფული მოხმარდება ნახევარმცველის შეძენას, რომელიც „რეალის“ ახალ მთავარ მწვრთნელს ჩაბი ალონსოს სჭირდება.

როდრიგომ 2024-25 წლების სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

მსგავსი