მადრიდის „რეალის“ მცველი ანტონიო რიუდიგერი დაახლოებით სამი თვე ვერ შეძლებს თამაშს. გერმანელმა ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა მიიღო, – წერს ესპანური კლუბის პრესსამსახური.
„გამოკვლევის შედეგად, რომელიც „რეალის“ სამედიცინო სამსახურმა ჩაატარა, რიუდიგერს დაუდგინდა მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთის დაზიანება“, – წერია განცხადებაში.
მიმდინარე სეზონში ანტონიო რიუდიგერმა ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.