„რეალმა“ რეინიერი წარადგინა
„რეალმა“ რეინიერი წარადგინა

მადრიდის „რეალმა“ ახალი ფეხბურთელის, ნახევარმცველ რეინიერის პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც ესპანურ გრანდში „ფლამენგოდან“ გადავიდა. გარიგება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შედგა.

18 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო პრესკონფერენციაში, რის შემდეგაც საკლუბო მაისურით ფოტო გადაიღო „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან. მოგვიანებით, რეინიერი გულშემატკივრებთან შესახვედრად „სანტიაგო ბერნაბეუს“ მინდორზე გავიდა.

რეინიერის „რეალში“ ტრანსფერის თანხამ 30 მილიონი ევრო შეადგინა. ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

რეინიერი „ფლამენგოს“ აღზრდილია. სულ მან კლუბში 15 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.