„რეალმა“ პსჟ-ს დაასწრო და „რივერ პლეიტის“ 17 წლის არგენტინელი ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ დაასრულა „რივერ პლეიტის“ 17 წლის ნახევარმცველის, ფრანკო მასტანტუონოს ტრანსფერი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ნიკოლო სკირამ.
წყაროს ცნობით, ტრანსფერის თანხამ 45 მილიონი ევრო შეადგინა. ფეხბურთელსა და „რეალს“ შორის კონტრაქტი სრულად არის შეთანხმებული და ის 2031 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
უფრო ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ მასტანტუონო „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობას შეავსებდა. აღნიშნავდნენ, რომ არგენტინელმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწია საფრანგეთის ჩემპიონთან და მის რიგებში 2026 წელს გადავიდოდა.
მასტანტუონო „რივერ პლეიტის“ სისტემაში 2019 წლიდანაა, ძირითად გუნდში კი 2024 წლის დასაწყისიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან 61 მატჩი ჩატარა, 10 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.