„რეალმა" პოგბას შეძენა გადაიფიქრა - კლუბის პრიორიტეტები კამავინგა და კანტე არიან
„რეალმა" პოგბას შეძენა გადაიფიქრა - კლუბის პრიორიტეტები კამავინგა და კანტე არიან

მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას შეძენას აღარ გეგმავს. როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, თუ გასულ ზაფხულს „სამეფო კლუბი“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს 27 წლის ფრანგის აგენტთან მინო რაიოლასთან, ახლა გუნდის ხელმძღვანელობას სხვა მიზნები გაუჩნდა.

წყაროს ცნობით, „რეალის“ ყურადღება გადატანილია ედუარდო კამავინგაზერენიდან“ და ნ’გოლო კანტეზე „ჩელსიდან“.

პოგბაზე უარის თქმა იმით არის გამოწვეული, რომ „რეალს“ სურს კორონავირუსის პანდემიის დროს ფინანსური დანახარჯები მაქსიმალურად შეამციროს.

დატოვე კომენტარი