რეალმა პირველი ქულები დაკარგა [ვიდეო]
რეალმა პირველი ქულები დაკარგა [ვიდეო]

„სან მამესზე“ ადგილობრივ ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. სამეფო კლუბს წინა, სამივე შეხვედრა მოგებული ჰქონდა და დღეს პირველი ქულები დაკარგა. მასპინძლები 32-ე წუთზე მუნიაინმა დააწინაურა. ბასკების საკუთარი ნახევრიდან დაწყებული შეტევა მრავალსვლიანი კომბინაციით გაგრძელდა, საჯარიმოში რეალის მცველებმა უყურადღებოდ ითამაშეს და მასპინძელთა ათმა ნომერმა ანგარიში გახსნა. შეხვედრის მეორე ნახევარში მოდრიჩის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ისკომ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„ლა ლიგის“ სატურნირო ცხრილში ლოპეტეგის გუნდს ოთხ შეხვედრაში ათი ქულა დაუგროვდა და „ბარსელონას“, რომელმაც დღესვე სოსიედადი სტუმრად 1:2 დაამრცხა,  ორით ჩამორჩება. რაც შეეხება „ატლეტიკს“ – ბასკებმა ჯერ მხოლოდ სამი მატჩი გამართეს და აქტივში ხუთი ქულა აქვთ.