„რეალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ქარიმ ბენზემას წასვლის შესახებ #1TVSPORT
„რეალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ქარიმ ბენზემას წასვლის შესახებ #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა ფორვარდ ქარიმ ბენზემას წასვლის შესახებ.

„რეალმა“ და ჩვენმა კაპიტანმა, ქარიმ ბენზემამ მოილაპარაკეს კლუბში მისი ბრწყინვალე და დაუჯერებელი პერიოდის დასრულების შესახებ.

„რეალს“ სურს, გამოხატოს მადლიერება იმ ფეხბურთელის მიმართ, რომელიც უკვე გახდა ერთ-ერთი უდიადესი ლეგენდა.

სამშაბათს, 6 ივნისს, 12 საათზე „რეალი“ მოაწყობს ბენზემასთან გამოსათხოვარ ცერემონიას, რომელსაც დაესწრება ჩვენი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი“, – წერია კლუბის განცახდებაში.

ბენზემა „რეალის“ ფეხბურთელი 2009 წელს გახდა. კლუბთან ერთად ფრანგი გახდა ესპანეთის ჩემპიონი (4), თასისა (3) და სუპერთასის (4) მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (5), უეფა-ს სუპერთასის მფლობელი (4) და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონი (5).