„რეალმა“ მთავარი ექიმი დაითხოვა გუნდში ტრავმის ბევრი რეციდივის გამო #1TVSPORT
„რეალმა“ მთავარი ექიმი დაითხოვა გუნდში ტრავმის ბევრი რეციდივის გამო #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ თანამდებობიდან დაითხოვა გუნდის მთავარი ექიმი ნიკო მიჰიჩი. კლუბის ხელმძღვანელობისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა თურქი ახალწვეულის, არდა გიულერის ტრავმის რეციდივი, რის გამოც ის კიდევ ერთი თვე ვერ ითამაშებს.

როგორც გამოცემა Madrid Zone-ი წერს, მიჰიჩის გათავისუფლების მიზეზი გახდა ტრავმების დიდი რაოდენობა „რეალის“ ფეხბურთელებში.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ფეხბურთელს ბევრი რეციდივი ჰქონდა. ლაპარაკია ბენზემაზე, ალაბასა და სებალიოსზე, რომლებსაც ფიზიკური პრობლემები ჰქონდათ ერთსა და იმავე არეში“, – წერს გამოცემა.

მიჰიჩი „რეალში“ 2017 წლიდან მუშაობდა.