რეალმა მოდრიჩთან ახალი კონტრაქტის პირობები შეათანხმა
რეალმა მოდრიჩთან ახალი კონტრაქტის პირობები შეათანხმა

მადრიდის რეალი მზად არის ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩთან პირადი კონტრაქტის გასახანგრძლივებლად, – წერს ესპანური გაზეთი მარკა (Marca). ხორვატთან მიმდინარე ხელშეკრულება 2020 წლის ივნისში სრულდება.

პრესის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ მოდრიჩს მადრიდის რეალში სურს კარიერის დასრულება.

მიმდინარე სეზონში ოქროს ბურთის მოქმედმა მფლობელმა 33 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი შეასრულა.