„რეალმა“ მეორედ დაამარცხა „ბენფიკა“ და მერვედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ესპანურ გრანდს საკვალიფიკაციო პლეიოფის პირველი მატჩი სტუმრად 1:0 ჰქონდა მოგებული „ბენფიკას“ წინააღმდეგ და მეორე მატჩშიც მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა – 2:1.
თუმცა ანგარიში „ბენფიკამ“ გახსნა – მე-14 წუთზე თავი გამოიჩინა რაფაელ სილვამ. „რეალს“ ორი წუთი დასჭირდა გასათანაბრებლად – ორელიენ ჩუამენიმ ფედე ვალვერდეს პასით გამოიჩინა თავი. გამარჯვების გოლი კი, როგორც პირველ მატჩში, ახლაც ვინისიუსმა გაიტანა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გასვლა გამოიყენა.