„რეალმა“ „ლივერპულთან“ მატჩის წინ რაფაელ ვარანიც დაკარგა - მიზეზი კორონავირუსია #1TVSPORT
„რეალმა“ „ლივერპულთან“ მატჩის წინ რაფაელ ვარანიც დაკარგა - მიზეზი კორონავირუსია #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მცველმა რაფაელ ნადალმა დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე.

ფრანგმა ფეხბურთელმა ანალიზის შედეგი „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის დღეს შეიტყო, ასე რომ, მისი თამაში სამშაბათს ინგლისური კლუბის წინააღმდეგ გამორიცხულია, – იტყობინება „რეალის“ პრესსამსახური.

ვარანის დაკარგვა კიდევ უფრო ამძიმებს „რეალის“ პრობლემებს დაცვაში: ცნობილი იყო, რომ „ლივერპულის“ წინააღმდეგ არ ითამაშებდნენ სერხიო რამოსი და დანი კარვახალი.

„რეალისა“ და „ლივერპულის“ პირველი მეოთხედფინალი 6 აპრილს, მადრიდში გაიმართება.