„რეალმა“ „ლივერპული“ მადრიდშიც დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩში „რეალმა“ „ლივერპულს“ მადრიდში უმასპინძლა და ბენზემას გოლით მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0.
შეგახსენებთ, რომ ლივერპულში გამართულ პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაშიც „რეალმა“ გაიმარჯვა და უხვგოლიანი მატჩი 5:2 მოიგო.
ორი მატჩის ჯამში „რეალმა“ „ლივერპული“ 6:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საგზური დამაჯერებელი თამაშით მოიპოვა.
პარალელურად დასრულდა სხვა 1/8-ფინალური შეხვედრა, რომელშიც კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „აინტრახტს“ 3:0 მოუგო (ორი მატჩის ჯამში – 5:0) და, „რეალის“ მსგავსად, მეოთხედფინალში ითამაშებს.
ავტორი -
ალექსანდრე ქურხული