„რეალმა“ ლიგის მოქმედ ჩემპიონს სტუმრად მოუგო, ბენზემამ ზედიზედ მეორედ ჰეთ-თრიკი შეასრულა - ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
„რეალმა“ ლიგის მოქმედ ჩემპიონს სტუმრად მოუგო, ბენზემამ ზედიზედ მეორედ ჰეთ-თრიკი შეასრულა - ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* დავიდ ალაბამ ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა.

* ქარიმ ბენზემა ზედიზედ შვიდი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. ამ სერიისას მან 12 გოლი გაიტანა.

* ბენზემამ ჩემპიონთა ლიფაზე ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა ჰეთ-თრიკი. აქამდე ეს მხოლოდ კრიშტიანო რონალდომ შეძლო.

* ბენზემას მიმდინარე ლიგაზე 11 გოლი დაუგროვდა. ის დაეწია სებასტიან ალერს (აიაქსი) და ჩამორჩება მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის (ბაიერნი) – 12.

* ბენზემას ამ სეზონში „რეალის“ რიგებში 36 მატჩში 37 გოლი დაუგროვდა. 24 გოლი ლა ლიგაზე მოდის, 11 – ჩემპიონთა ლიგაზე და ორი – ესპანეთის სუპერთასზე.

* ბენზემამ კარიერაში პირველად გაიტანა სეზონში 40-ზე მეტი გოლი: 37 „რეალში“ და ხუთი – საფრანგეთის ნაკრებში.

* ბენზემა პირველი ფეხბურთელია, ვინც ევროტურნირებზე „ჩელსის“ სამი გოლი გაუტანა.

* ბენზემა პირველი ფრანგია, ვინც ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში 10-ზე მეტი გოლი გაიტანა.

* ბენზემა მეოთხე ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც 80-გოლიან ზღვარს გადაცდა. ფრანგს 82 გოლი დაუგროვდა. მასზე წინ არიან კრიშტიანო რონალდო (140), ლიონელ მესი (125) და რობერტ ლევანდოვსკი (85).

 

ჩელსი-რეალი    1:3

გოლები: 0:1 ბენზემა (21), 0:2 ბენზემა (24), 1:2 ჰავერტცი (40), 1:3 ბენზემა (46)

ჩელსი (3-5-2): მენდი – კრისტენსენი (46. კოვაჩიჩი), ტიაგო სილვა, რიუდიგერი – ჯეიმსი, კანტე (46. ზიეჩი), ჟორჟინიო (64. ლოფტუს -ჩიკი), მაუნტი, ასპილიკუეტა – ჰავერტცი, პულიშიჩი (64. ლუკაკუ).

რეალი (4-3-3): კურტუა – დანიელ კარვახალი, ედერ მილიტაო (65. ნაჩო ფერნანდესი), ალაბა, მენდი – მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (74. კამავინგა) – ვალვერდე (86. დანი სებალიოსი), ბენზემა (86. მარსელო), ვინისიუსი.