„რეალმა“ ლა ლიგაში სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღო #1TVSPORT
„რეალმა“ ლა ლიგაში სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღო #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ 2024-25 წლების სეზონში ლიდერი გახდა აუდიოვიზუალური უფლებების რეალიზაციისგან მიღებული თანხის ოდენობით.

საერთო ჯამში, ლა ლიგამ 1.292 მილიარდი ევრო გადაანაწილა კლუბებს შორის.

ყველაზე მეტი მიიღო მადრიდის „რეალმა“ – 157,92 მილიონი ევრო. მეორე გახდა „ბარსელონა“ – 156,45 მილიონი. მესამე ადგილზე „ატლეტიკო“ გავიდა – 108,17 მილიონი. მხოლოდ ამ სამმა კლუბმა გამოიმუშავა 100 მილიონ ევროზე მეტი.

შემდეგ მოდიან „ბილბაო“ 72,26 მილიონით და „სოსიედადი“ 67,80 მილიონით.

სატელევიზიო უფლებებისგან მინიმალური შემოსავალი „ლეგანესმა“ მიიღო – 39,93 მილიონი.