„რეალმა“ კროოსისა და მოდრიჩის შემცვლელი „კრისტალ პალასში“ იპოვა #1TVSPORT

10:33, 24.08.2025

„რეალი“ ინგლისელი ნახევარმცველის, ადამ უორტონის გადაბირებით არის დაინტერესებული.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი ეძებს ტონი კროოსის ან ლუკა მოდრიჩის ყაიდის ფეხბურთელს – ნახევარმცველს, რომელსაც შეეძლება სიღრმიდან გუნდის ტემპისა და თამაშის მიმართულების მართვა.

„რეალს“ მოსწონს „კრისტალ პალასის“ 21 წლის ფეხბურთელის პროფილი. თავის მხრივ, ლონდონური კლუბი არ აპირებს თავისი ნახევარმცველის დათმობას 80 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად.

„რეალი“ ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელებას ეცდება მხოლოდ მსხვილი გაყიდვის შემთხვევაში. კერძოდ, ლაპარაკია როდრიგოს გაშვებაზე, თუმცა ბრაზილიელის თაობაზე ოფიციალური წინადადება მადრიდელებს ჯერ არ მიუღიათ.

უორტონზე ასევე პრეტენზიას აცხადებენ „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“. ფეხბურთელის კონტრაქტი „კრისტალ პალასთან“ 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი