საფრანგეთის ნაკრების მცველი იბრაიმა კონატე, შესაძლოა, უახლოეს დროში „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს.
როგორც ინტერნეტტელევიზია El Chiringuito იტყობინება, მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა უკვე შეათანხმა ფეხბურთელთან კონტრაქტის დეტალები. თუმცა, წყაროს ინფორმაციით, გარიგების საბოლოო დასრულება იმაზე იქნება დამოკიდებული, დარჩება თუ არა პერესი „რეალის“ პრეზიდენტის პოსტზე. „სამეფო კლუბში“ საპრეზიდენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კონატემ სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპული“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.