„რეალმა“ „ხეტაფე“ გაანადგურა - ბენზემამ პოკერი შეასრულა
„რეალმა“ „ხეტაფე“ გაანადგურა - ბენზემამ პოკერი შეასრულა

მადრიდის „რეალმა“ „ალფრედო დი სტეფანოს” სტადიონზე საკონტროლო მატჩი გამართა “ხეტაფეს“ წინააღმდეგ.

მატჩი დახურულ რეჟიმში გაიმართა. ესპანური პრესის ცნობით, „რეალმა“ ექვსივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. ესპანეთის ჩემპიონის რიგებში პოკერი შეასრულა ქარიმ ბენზემამ, თითო გოლი გაიტანეს სერხიო რამოსმა და სერხიო არიბასმა.

„რეალი“ ლა ლიგაში ახალ სეზონს მეორე ტურიდან დაიწყებს. მისი პირველი მეტოქე “რეალ სოსიედადი” იქნება. მატჩი 20 სექტემბერს გაიმართება.