„რეალმა“ კაზემიროს სავარაუდო შემცვლელი შეარჩია #1TVSPORT
„რეალმა“ კაზემიროს სავარაუდო შემცვლელი შეარჩია #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ ინტერესს გამოხატავს „ლესტერის“ საყრდენი ნახევარმცველის უილფრედ ნდიდის მიმართ, – იტყობინება გამოცემა Naija.

ესპანური კლუბი 24 წლის ნიგერიელში ხედავს კაზემიროს მომავალ შემცვლელს. მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი არ არის მოხიბლული ბრაზილიელი ნახევარმცველის თამაშით და ეძებს მისი შეცვლის ვარიანტებს.

ამ სეზონში ნდიდიმ პრემიერლიგაში 12 მატჩი ჩაატარა.