„რეალმა“ ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დათმო ჩემპიონობა, როცა ექვსი ტურით ადრე ორი ქულით ლიდერობდა
„რეალმა“ ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დათმო ჩემპიონობა, როცა ექვსი ტურით ადრე ორი ქულით ლიდერობდა

ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში „ბარსელონამ“ ვერ შეძლო „სელტას“ დამარცხება, მადრიდის „რეალმა“ კი „ესპანიოლს“ მოუგო. ამ მატჩების შემდეგ, „რეალმა“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კონკურენტს ორი ქულით გაუსწრო. ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურია დარჩენილი.

როგორც სტატისტიკურმა სააგენტო Opta-მ დაწერა, მადრიდული კლუბი 11-ჯერ ყოფილა მსგავს სიტუაციაში და მხოლოდ ერთხელ დათმო ჩემპიონის ტიტული. კერძოდ, 1991-92 წლების სეზონში „რეალმა“ ბოლო ტურში „ტენერიფესთან“ წააგო და ჩემპიონობა „ბარსელონას“ გადაულოცა.