„რეალმა“ იოვიჩის დატოვება გადაწყვიტა

00:31, 28.09.2020

მადრიდის „რეალმა“ გადაიფიქრა ფორვარდ ლუკა იოვიჩის იჯარით სხვა კლუბში გაშვება. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე აცნობა სერბ ფეხბურთელს.

ესპანეთის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გადაწყვიტა – კიდევ ერთი შანსი მისცეს თავდამსხმელს.

მთელი ზაფხულის განმავლობაში იწერებოდა იმის შესახებ, რომ „რეალი“ აპირებდა სერბი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას. თავად ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ მოსწონს ზიდანთან მუშაობა და „აინტრახტში“ დაბრუნება სურს.

ესპანეთის ჩემპიონატის შარშანდელ გათამაშებაში ფორვარდმა 17 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

მსგავსი