„რეალმა“ იან დიომანდეს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „ლაიპციგიდან“ გარემარბ იან დიომანდეს ტრანსფერის შესახებ. კოტდივუარელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2033 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ამის შესახებ დაწერა „რეალის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა.
უფრო ადრე პრესაში წერდნენ იმის შესახებ, რომ დიომანდეს ტრანსფერის თანხა 125 მილიონ ევროს შეადგენდა, ბონუსების გათვალისწინებით კი 140 მილიონს მიაღწევს. ეს არის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი „რეალის“ ისტორიაში. მადრიდულ კლუბს დიომანდე უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე კრიშტიანო რონალდო (94 მილიონი), გარეტ ბეილი (101 მილიონი), ედენ აზარი (120 მილიონი) და ჯუდ ბელინგემი (134 მილიონი).
დიომანდე „ლაიპციგში“ 2025 წლიდან თამაშობდა. 2025-26 წლების სეზონში მან 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.