რეალმა გარეტ ბეილის გაყიდვა გადაწყვიტა
რეალმა გარეტ ბეილის გაყიდვა გადაწყვიტა

როგორც ესპანური გაზეთი ასი (AS) წერს, მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა და მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება ფორვარდ გარეტ ბეილის გაყიდვასთან დაკავშირებით და ეს გადაწყვეტილება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ თამაშს აჩვენებს უელსელი სეზონის დასკვნით ნაწილში.

რეალს სურს ბეილში მსხვილი თანხა აიღოს, რომელიც მიმართული იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შემადგენლობის გაძლიერებაზე. ამასთან, ბეილსა და მის აგენტს ჯერ არ მიუღიათ შესაბამისი შეტყობინება კლუბისგან.

29 წლის ფორვარდი რეალში 2013 წელს გადავიდა ტოტენჰემიდან და მასში სამეფო კლუბმა 101 მილიონი ევრო გადაიხადა. ამ სეზონში ბეილმა ესპანეთის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი რეალთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.