„რეალმა“ „ფენერბახჩე“ სტამბოლში დიდი ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 25-ე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური მატჩი სტამბოლში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა „ფენერბახჩემ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა (65-94)

სამეფო გუნდმა თურქებს ოთხივე პერიოდი უშანსოდ მოუგო. „რეალს“ 20 ქულით ჯეისი კეროლმა უწინამძღოლა. 16 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა ვალტერ ტავარესს. ტრეი ტომპკინსის ანგარიშზე 14 ქულაა.

„ფენერბახჩეს“ რიგებში ყველაზე მეტი – 21 ქულა ნანდო დე კოლომ მიითვალა.

ზენიტი-ალბა 81:83

ოლიმპიაკოსი-ვილერბანი 77:68

ოლიმპია მილანო-ხიმკი 69:78

ბასკონია-ჟალგირისი 60:74

დატოვე კომენტარი