„რეალმა“ ესპანეთის სუპერთასი მეთერთმეტედ მოიგო
„რეალმა“ ესპანეთის სუპერთასი მეთერთმეტედ მოიგო

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სუპერთასის მფლობელი გახდა. „სამეფო კლუბმა“ პენალტების სერიაში დაამარცხა თანაქალაქელი „ატლეტიკო“ და მეთერთმეტედ მოიგო ეს პრიზი.

ძირითად დროში „რეალი“ უკეთესი იყო, სამაგიეროდ დამატებით დროში „ატლეტიკოს“ ორი კარგი მომენტი ჰქონდა: ჯერ ალვარო მორატას გაჩერება გაძევების ფასად დაუჯდა ვალვერდეს, შემდეგ კი ტიბო კურტუამ ითამაშა ძალიან კარგად.

პენალტების სერიაში კი „რეალმა“ ოთხიდან ოთხი გაიტანა, „ატლეტიკომ“ კი ორჯერ გააფუჭა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

რეალი: კურტუა – კარვახალი, ვარანი, რამოსი, მენდი – ვალვერდე, კაზემირო, კროოსი (103. ვინისიუში) – მოდრიჩი, ისკო (60. როდრიგო) – იოვიჩი (83. დიასი)

ატლეტიკო: ობლაკი – ტრიპიერი, ფელიპე, ხიმენესი (98. სავიჩი), რენან ლოდი (89. ლორენტე) – კორეა, ერერა (56. ვიტოლო), თომასი, საული – მორატა, ფელიქსი (101. არიასი)