„რეალმა” ერთ დღეში მოაგვარა დენზელ დუმფრიზის ტრანსფერი #1TVSPORT

09:30, 03.06.2026

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალს“ ჯერ არ გამოუცხადებია ჟოზე მოურინიოს შეძენის შესახებ, კლუბის ხელმძღვანელობა და პორტუგალიელი სპეციალისტი უკვე მუშაობენ შემადგენლობის ფორმირებაზე. მოურინიოს დაბრუნების შემდეგ „რეალის“ პირველი ახალწვეული „ინტერის“ განაპირა მცველი დენზელ დუმფრიზი გახდება.

მადრიდულმა კლუბმა ზუსტად ერთ დღეში დახურა ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერი. 2 ივნისს, დილით გამოცემებმა – The Athletic-მა, Marca-მ და As-მა დაწერეს, რომ „რეალმა“ თხოვა ინფორმაცია „ინტერს“ დუმფრიზის შესახებ, საღამოს კი გარიგება შედგა – მადრიდელებმა გაააქტიურეს ნიდერლანდელის კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოსასყიდი თანხის შესახებ, რომელის 20 მილიონ ევროს შეადგენს.

ოფიციალურად გარიგების შესახებ 7 ივნისის შემდეგ გამოაცხადებენ, როცა „რეალის“ პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. დუმფრიზის ტრანსფერი დადასტურებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ფლორენტინო პერესი გაიმარჯვებს.

30 წლის განაპირა მცველი პირველი ნიდერლანდელი იქნება „რეალში“ 2009 წლის შემდეგ, როცა მადრიდელებმა კლაას-იან ჰუნტელაარი შეიძინეს.

მსგავსი