„რეალმა“ ედენ აზარის შეძენაზე მოლაპარაკებები დაიწყო
„რეალმა“ ედენ აზარის შეძენაზე მოლაპარაკებები დაიწყო

ესპანეთის ჩემპიონმა მადრიდის „რეალმა“ მოლაპარაკებები დაიწყო „ჩელსის“ ნახევარმცველის ედენ აზარის ტრანსფერთან დაკავშირებით.
როგორც Diario Gol-მა გაარკვია, კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს გამოუცხადა, რომ მას უფლება აქვს იფიქროს ბელგიელის შეძენაზე. “რეალი” აზარს კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად განიხილავს.

უფრო ადრე, „არისტოკრატთა“ ნახევარმცველმა აღიარა, რომ აღფრთოვანებულია “სამეფო კლუბით”. 2017-2018 წლების სეზონში, ბელგიელის ანგარიშზე 20 მატჩში 8 გოლი და 7 შედეგიანი პასია.
Transfermarkt-ის მიერ 26 წლის აზარი 75 მილიონ ევროდ არის შეფასებული.