„რეალმა“ დე ბეეკთან კონტრაქტი შეათანხმა
„რეალმა“ დე ბეეკთან კონტრაქტი შეათანხმა

მადრიდის „რეალმა“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა „აიაქსის“ ნახევარმცველთან დონი დე ბეეკთან. ამის შესახებ ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ (Marca) დაწერა. ეს ინფორმაცია ნაწილობრივ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმაც დაადასტურა.

„დიახ, „რეალი“ ჩემით დაინტერესებულია. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. არ შემიძლია დეტალების გადმოცემა. ამ მომენტისთვის „აიაქსის“ უახლოეს მატჩზე ვარ კონცენტრირებული“, – განაცხადა 22 წლის ფეხბურთელმა.

„რეალს“ ჯერჯერობით არ შეუთავაზებია ამსტერდამული კლუბისთვის კონკრეტული თანხა. ცნობილია, რომ ჰოლანდიის ჩემპიონი თავის ნახევარმცველში დაახლოებით 60-70 მილიონს ითხოვს.

2018-19 წლების სეზონში დე ბეეკმა 34 მატჩი ჩაატარა ჰოლანდიის ჩემპიონატში, ცხრა გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.