„რეალმა“ და „ბარსელონამ“ შესაძლოა, ლას ვეგასში ითამაშონ
„რეალმა“ და „ბარსელონამ“ შესაძლოა, ლას ვეგასში ითამაშონ

ზაფხულში „ბარსელონამ“ და „რეალმა“ შესაძლოა, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩი ლას ვეგასის სტადიონზე გამართონ.

არენა, რომლის მშენებლობა ამ დღეებში დასრულდება, 60 ათას მაყურებელზეა გათვალისწინებული. წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები სტადიონის მფლობელებსა და ესპანური კლუბების ხელმძღვანელობას შორის უკვე მიმდინარეობს.

იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება გაფორმდება, „ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩი 2020 წლის აგვისტოში არენის ისტორიაში პირველი სპორტული ღონისძიება გახდება.

სტადიონი, რომლის ასაშენებლად თითქმის ორი მილიარდი დოლარი დაიხარჯა, ახალი საშინაო არენა გახდება ამერიკული ფეხბურთის კლუბ „ოკლენდ რეიდერსისთვის”, რომელმაც უკვე  ლას ვეგასში გადასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასი – ყოველწლიური საგამოფენო ტურნირია, რომელიც 2013 წლიდან იმართება. 2019 წლის ზაფხულში მასში მონაწილეობა მიიღო 12 კლუბმა. თამაშები გაიმართა აშშ-ში, ჩინეთში, სინგაპურში, ბრიტანეთსა და შვედეთში.