„რეალმა“ და ალექსანდერ-არნოლდმა 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ და „ლივერპულის“ განაპირა მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ზაფხულში ტრანსფერზე მოილაპარაკეს.
რადიო Cadena SER-ის ინფორმაციით, ესპანურმა კლუბმა და ინგლისელმა ფეხბურთელმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს ოთხწლიან კონტრაქტზე. „რეალში“ ალექსანდერ-არნოლდის ტრანსფერს „გარდაუვალს“ უწოდებენ.
იტყობინებიან, რომ ალექსანდერ-არნოლდმა უარყო „ლივერპულის“ ყველა წინადადება ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რომელიც 2025 წლის 30 ივნისს იწურება. მისი წასვლის შემდეგ მერსისაიდული გუნდის ძირითადი მარჯვენა მცველი 21 წლის კონორ ბრედლი იქნება.