„რეალმა“ ბრაზილიელი ვუნდერკინდი იყიდა
„რეალმა“ ბრაზილიელი ვუნდერკინდი იყიდა

„რეალმა“ 18 წლის ვინისიუს ჟუნიორი შეიძინა და ეს გარიგება 38.7 მილიონი ევრო დაუჯდა. მადრიდელებმა ბრაზილიელი თინეიჯერი „ფლამენგოდან“ გადაიბირეს. ვინისიუსი უნივერსალია – გარემარბადაც შეუძლია თამაში და ცენტრფორვარდადაც.

„ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ჟუნიორი არის ფეხბურთელი, რომელიც ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ იმედად მიიჩნევა“, – განაცხადა „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა.

გასულ სეზონში ვინისიუსმა 37 მატჩი ჩაატარა „ფლამენგოს“ შემადგენლობაში და შვიდი გოლი გაიტანა. ის არის სამხრეთ ამერიკის 17-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.