„რეალმა“ ბენზემასთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა #1TVSPORT
„რეალმა“ ბენზემასთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა #1TVSPORT

თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ მადრიდის „რეალთან“ ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა, – იუწყება As-ი.

ესპანური გამოცემა აღნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, 2024 წლის სეზონი ბენზემასთვის „სამეფო კლუბში“ უკანასკნელი იქნება.

35 წლის ფრანგმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 26 გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსის“ დამარცხების შემდეგ (2:0; 2:0) ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში კი მადრიდელები მეორე ადგილზე იმყოფებიან.