„რეალმა“ „ბენფიკადან“ კარერასის ტრანსფერი დაასრულა #1TVSPORT
„რეალმა“ „ბენფიკადან“ კარერასის ტრანსფერი დაასრულა #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ დაასრულა გარიგება „ბანფიკიდან“ მარცხენა მცველის, ალვარო კარერასის ტრანსფერზე. ლისაბონური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს მიიღებს, – წერს გამოცემა OK Diario.

ესპანური კლუბი 22 წლის მცველის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად უახლოეს საათებში გამოაცხადებს. კარერასი ითამაშებს „რეალის“ შემადგენლობაში კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე.

გასულ სეზონში კარერასმა ყველა ტურნირზე 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.