„რეალმა“, „ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ სუპერლიგის განახლებული პროექტი მოამზადეს #1TVSPORT
„რეალმა“, „ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ სუპერლიგის განახლებული პროექტი მოამზადეს #1TVSPORT

„რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ემზადებიან ევროპის სუპერლიგის პროექტის რესტარტისთვის, რომელშიც გარკვეული ცვლილებები შეიტანეს.

გაზეთ „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, პროექტში შეტანილი ცვლილებებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია დახურული ლიგის იდეაზე უარის თქმა. ბევრისთვის სწორედ ეს პუნქტი გახდა მთავარი პრობლემა შარშან პროექტის ამოქმედების პირველი მცდელობისას. ახლა, სუპერლიგის შემქმნელები დებენ პირობას, რომ ისინი იმუშავებენ კვალიფიციური მოდელის მეშვეობით, რომელიც დაფუძნებული იქნება კლუბების შედეგებზე თავიანთ ეროვნულ ლიგებში.

ელოდებიან, რომ „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი პროექტს მომავალ კვირას წარმოადგენს, მაგრამ იმის გამო, რომ უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის მონაწილეებისთვის ახალი მსხვილი დაფინანსების შესახებ გამოაცხადა, არსებობს ალბათობა, რომ სუპერლიგა დიდ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

„რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსია“ ის სამი კლუბი, რომლებმაც არ დატოვეს პროექტი 2021 წლის აპრილში განცდილი კრახის შემდეგ.