„რეალმა“ „ბარსელონა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მე-12 ტურის მატჩები გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა მადრიდში შედგა. „რეალმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. სამეფო კლუბმა კატალონიელები 92-65 დაამარცხა. მასპინძელთა შორის საუკეთესო 17 ქულით და 7 მოხსნით ტომპკინსი გამოდგა. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა რენდოლფმა. ქეროლის ანგარიშზე 15 ქულაა. აღსანიშნავია, რომ კამპაცომ „ბარსას“ დიდ შესვენებაზე გასვლამდე ბურთი საკუთარი მოედნიდან ჩაუგდო.

 

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ „მაკაბი“ სტუმრად 79-81 დაამარცხა და ქართველი კალათბურთელი კვლავ საუკეთესო იყო. შენგელიამ 20 ქულა დააგროვა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

„ფენერბახჩემ“ საკუთარ არენაზე „ოლიმპია მილანოს“ 7 ქულის სხვაობით 92-85 სძლია. მოსკოვის „ცსკა“-მ „ხიმკის“ 88-74 მოუგო. „ოლიმპიაკოსმა“ კი „ანადოლუ ეფესს“ იოლად, 88-81 სძლია.

„ევროლიგაზე“ დღეს 12-ე ტურის კიდევ 3 მატჩი შედგება: „ბაიერნი“ „ჟალგირისს“ შეხვდება, „პანათინაიკოსის“ მეტოქე „დარუშაფაკა“ იქნება, „გრან კანარია“ კი „ბუდოჩნოსტს“ უმასპინძლებს.