რეალმა აზარს კვირაში ნახევარი მილიონი ევრო შესთავაზა
რეალმა აზარს კვირაში ნახევარი მილიონი ევრო შესთავაზა

ჩელსის ბელგიელი შემტევი ედენ აზარი სულ უფრო ახლოს არის მადრიდის რეალთან, – იტყობინება გაზეთი დეილი მეილი (Daily Mail).

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ესპანელებმა ბელგიელ ნახევარმცველს ძალიან სარფიანი პირობები შესთავაზეს. კერძოდ, აზარის ხელფასი კვირაში 462 ათას ევროს გაუტოლდება.

თავად ჩელსი მზად არის თავისი ლიდერის ესპანეთში გაშვებაზე, ოღონდ რეალისგან 100 მილიონ ევროს ითხოვს.

თუ ეს ტრანსფერი შედგება, აზარი ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.