„რეალმა“ აზარი ტრანსფერზე დააყენა #1TVSPORT
„რეალმა“ აზარი ტრანსფერზე დააყენა #1TVSPORT

„რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ახლოს არის მადრიდული კლუბიდან წასვლასთან. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „მირორმა“.

წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბმა“ ბელგიელი ტრანსფერზე დააყენა. „რეალი“ უკმაყოფილოა ნახევარმცველის მუდმივი ტრავმებით, აგრეთვე თამაშის დონით, რომელსაც ფეხბურთელი ბოლო დროს აჩვენებს.

გარდა ამისა, „რეალის“ ხელმძღვანელობას არ მოეწონა აზარის საქციელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსისთან“ წაგების შემდეგ. ბელგიელი მივიდა ინგლისური კლუბის მოთამაშეებთან და მათთან ერთად იცინოდა.

აზარი „ჩელსიდან“ „რეალში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა 100 მილიონ ევროდ. გასულ სეზონში მან 21 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი