„რეალმა“ ამ საუკუნეში მესამედ დაიწყო სეზონი შვიდი მოგებით – წინა ორ შემთხვევაში გუნდმა ტიტული ვერ მოიპოვა #1TVSPORT

06:50, 24.09.2025

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგას მეექვსე ტურში სტუმრად დიდი ანგარიშით მოუგო „ლევანტეს“ (4:1) და შეინარჩუნა ცხრილში პირველი ადგილი.

ამ მომენტისთვის მადრიდულ კლუბს ახალ სეზონში შვიდიდან შვიდი ოფიციალური მატჩი აქვს მოგებული. „რეალმა“ XXI საუკუნეში მესამედ საიწყო სეზონი შვიდი მოგებით. მანამდე ეს მოხდა 2009/10 (მანუელ პელეგრინის მწვრთნელობისას) და 2022/23 (კარლო ანჩელოტი) წლების სეზონებში.

აღსანიშნავია, რომ ვერცერთ შემთხვევაში „რეალმა“ ვერ შეძლო ესპანეთის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის მოგება.

მსგავსი