მადრიდის „რეალმა“ კონტრაქტი გააფორმა „ლივერპულის“ მარჯვენა მცველთან, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან, – იტყობინება La Galerna-ს ჟურნალისტი ალვარეს დე მონი.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, 26 წლის ინგლისელი ესპანურ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება და კონტრაქტის გაფორმების ბონუსად 18-20 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ზაფხულიდან ალექსანდერ-არნოლდი თავისუფალი აგენტი გახდება.
ამ სეზონში 26 წლის მცველმა ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.