„რეალმა“ ახალ სეზონში პირველი მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
„რეალმა“ ახალ სეზონში პირველი მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ წინასასეზონო მზადებისას პირველი მატჩი მოიგო. პასადენაში (კალიფორნიის შტატი) ესპანეთის ჩემპიონმა 90 ათასი მაყურებლის თანდასწრებით 2:0 დაამარცხა „იუვენტუსი“.

მე-19 წუთზე 11-მეტრიანით ანგარიში ქარიმ ბენზემამ გახსნა, 69-ე წუთზე კი მადრიდელთა უპირატესობა მარკო ასენსიომ გაზარდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეს დროს „რეალმა“ ჯერ 0:1 წააგო „ბარსელონასთან“, შემდეგ კი 2:2 ითამაშა მექსიკის „ამერიკასთან“.

 

რეალი-იუვენტუსი       2:0

გოლები: 1:0 ბენზემა (19-პენ), 2:0 ასენსიო (69)

რეალი: კურტუა, დანი კარვახალი (63. ნაჩო), ალაბა (64. ვალიეხო), ედერ მილიტაო (46. რიუდიგერი), მენდი (64. ლუკას ვასკესი), მოდრიჩი (64. ჩუამენი), კროოსი (64. სებალიოსი), კაზემირო (64. კამავინგა), ვალვერდე (64. მარკო ასენსიო), ბენზემა (64. როდრიგო), ვინისიუსი (63. აზარი).

იუვენტუსი: პერინი (70. პინსოლიო), დანილო (76. და გრაკა), ბონუჩი (64. გატი), ბრემერი (70. რუგანი), ალექს სანდრო (70. პელეგრინი), ლოკატელი (76. კუდრიგი), ზაკარია, ფაჯოლი (64. როველა), დი მარია (46. კუადრადო), კინი (76. ბარბიერი), ვლაჰოვიჩი (64. აკე/70. სოულე).