„რეალმა“ 37 წლის მოდრიჩთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

07:52, 15.04.2023

მადრიდის „რეალმა“ კონტრაქტი გაახანგრძლივა ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩთან, – ეს ინფორმაცია გაავრცელა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ნიკოლო სკირამ.

წყაროს ცნობით, ხორვატი ფეხბურთელის ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა. 37 წლის მოდრიჩის მოქმედი კონტრაქტი ამა წლის ივლისამდე იყო ძალაში.

მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა 40 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი