რეალმა 18-წლამდელთა მწვრთნელი ძირითადი გუნდის კრიტიკის გამო დაითხოვა

11:52, 01.03.2019

მადრიდის რეალის 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი ალვარო ბენიტო ექსპერტად მუშაობდა ესპანეთის თასის ნახევარფინალური მატჩის დროს, რომელშიც რეალი და ბარსელონა ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ბენიტომ გააკრიტიკა მადრიდელთა პირველი გუნდის მოქმედება. მან განაცხადა, რომ ვინისიუშს დისბალანსი შეაქვს გუნდის თამაშში, ხოლო კაზემირომ და ტონი კროოსმა ერთი წუთი სათამაშო დროც კი არ დაიმსახურეს.

რეალის ხელმძღვანელობამ ამას მწვრთნელის განთავისუფლებით უპასუხა. ახლა იუნიორთა (U18) გუნდს მადრიდული კლუბის ლეგენდა, რაული ჩაიბარებს, წერს გაზეთი მარკა (Marca).

რეალმა ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი 0:3 წააგო.

მსგავსი